საიტის დამახსოვრება (Ctrl+D) მობილურის ვერსია   RSS rss
Apk.Tamashi.Ge - ანდროიდის უმარავი თამაში
სამართავი პანელი:

წესები

ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილებები წესებში.
თუ მომხმარებელი წესებს არაა გაცნობილი ეს არ აძლევს სასჯელის თავიდან აცილების უფლებას.
მოცემული წესების გათვალისწინებით ადმინისტრაციას აქვს ყველანაირი უფლება დასაჯოს დამრღვევი პირი.


1.რეგისტრაცია
1.1. საიტზე რეგისტრაცია ესაა მომხმარებლის განუყოფელი ნაწილი რათა მოხდეს საიტის ყველა ფუნქციის გამოყენება.
1.2. რეგისტრაციისს გავლის შემდეგ თქვენ ავტომატურად ეთანხმებით მოცემულ წესებს.
1.3. თუ მოცემულ პირობებს არ ეთანხმებით მოგვწერეთ და ადმინისტრაცია გააუქმებს თქვენს ანგარიშს.
1.4. მომხმარებელს აქვს უფლება, რეგისტრაციის შემდეგ ქონდეს მხოლოდ 1 ანგარიში. (მაგრამ საიტზე შესაძლებელია იგივე IP მისამართიდან სხვა აქაუნთის შექმნა, ამიტომ გირჩევთ გქონდეთ მხოლოდ ერთი აქაუნთი რათა არ მოხდეს რაიმე გაუგებრობა.)
1.5. თქვენი ანგარიშის სახელი არ უნდა შეიცავდეს სიტყვებს რომლებიც არღვევს შემდეგს:
- შეიცავს სახელს რომელიც ახლოსაა ადმინისტრაციის სახელთან.
- შეიცავს უცენზურო სიტყვებს.
- არღვევს ადამიანის უფლებებს და შეურაწყოფას აყენებს სხვას.
- ახორციელებს მისამართებას ან რეკლამირებას.
1.5. შესაძლებელია თხოვნის შესაბამისად სახელების შეცვლა.
1.6. საჭირო რაოდენობის სიმბოლოები მინიმუმ 3.
1.7. რეგისტრაციისათვის თქვენ ანგარიშში აკრძალულია გამოყენოთ ე.წ. დროებითი ან ერთჯერადი ელექტრონული ფოსტის მისამართი.
1.8. თქვენი ანგარიში გაუქმდება გაფრთხილების გარეშე თუ მოიცავს ე.წ. დროებით ან ერთჯერად ელექტრონულ ფოსტის მისამართს.

2.ცენზურა
2.1 საიტზე უნდა დაიცვათ ყოველგვარი ცენზურა.
2.2 წესების დარღვევად მიიჩნევა ბილწსიტყვაობა,ანუ წინადადება/სიტყვა შეიცავს შეურაწყოფას,არ აქვს მნიშვნელობა რომელი შრიფტით თუ ენით იქნება დაწერილი.
2.3 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების უფლება.
2.4 ადმინისტრაციას უფლება აქვს დამრღვევი პირი დასაჯოს.

3.რეკლამირება
3.1 არ დაიშვება კომენტრებში/პერსონალურ შეტყობინებებში რეკლამირება,თუ რომელიმე მომხმარებლისგან იღებთ ესეთი სახით შეტყობინებებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ადმინისტრაციას.
3.2 ადმინისტრაციას უფლება აქვს წესის დარღვევის შემთხვევაში წაშალოს/დაარედაქტიროს კომენტარი.
3.3 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება დასაჯოს დამრღვევი პირი.

4.იკრძალება
4.1 კატეგორიულად იკრძალება ადმინისტრაციის მოქმედებების განხილვა და მათი შეურაწყოფა.
4.2 აკრძალულია სიტყვიერი ომის დაწყება.
4.3 რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური შეურაცხოფა.
4.4 დამრღვევი პირები ისჯებიან ადმინისტრაციის გადაწყვეტილების მიხედვით.

5.ავატარი და ხელმოწერა
5.1 ავატარი
5.1.1 ავატარის მაქსიმალური ზომა 100x100 (პიკსელებში). მოძრავი ავატარის დაყენების შემთხვევაში სისტემა მას მაინც ჩვეულებრივ სურათად გამოაჩენს.
5.1.2 ავატარი არ უნდა შეიცავდეს: ძალადობას, დისკრიმინაციას, საფრთხეს (დემოგრაფიულ, ნაციონალურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ თემაზე), გარყვნილება (პორნოგრაფია), პროპაგანდა, ტერორიზმი, ფაშიზმი, ნარკოტიკები , არანორმატიულ და უცენზურო სიტყვებს, ქცევებს, სხვა რესურსების/საიტების რეკლამირებას. ასევე აკრძალულია ადმინისტრაციის წევრების ავატარების დაყენება.
5.2 ხელმოწერა
5.2.1 აკრძალულია ისეთი სურათის/ტექსტის დაყენება, რომლითაც ხდება სხვა საიტის მისამართზე/ლინკზე გადასვლა.
5.2.2 ხელმოწერა არ უნდა შეიცავდეს: ძალადობას, დისკრიმინაციას, საფრთხეს (დემოგრაფიულ, ნაციონალურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ თემაზე), გარყვნილება (პორნოგრაფია), პროპაგანდა, ტერორიზმი, ფაშიზმი, ნარკოტიკები , არანორმატიულ და უცენზურო სიტყვებს, ქცევებს, სხვა რესურსების/საიტების რეკლამირებას. ასევე აკრძალულია ადმინისტრაციის წევრების ხელმოწერების დაყენება.
5.3 წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს ავატარის/ხელმოწერის წაშლის უფლება.

6.კომენტარები
6.1 კომენტარები რომელიც შეიცავს საინტერესო, სახალისო ცნობებს/რჩევებს ფლუდად არ ითვლება.
6.2 კომენტარების სისტემა შექმინილია იმისათვის რომ:
- გამოთქვათ თქვენი აზრი და მადლობა გადაუხადოთ სიახლის ავტორს.
- დასვათ თქვენთვის საინტერესო ტექნიკური კითხვა რომელიც ეხება მიმდინარე სიახლეს.
- კომენტარი, რომელიც შეეხება მიმდინარე თამაშს/სიახლეს და იძლევა გარკვეულ ცნობებს მის შესახებ.
6.3 კომენტარებში აკრძალულია სხვა ენის გამოყენება გარდა ქართულისა,შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ლათინური ასევე ქართული შრიფტი.
6.4 აკრძალულია ფლეიმი, ფლუდი, კაპსი (CAPS LOCK)
6.5 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების უფლება.


განახლდა - 2013/07/23
გამოკითხვა

    რომელი სისტემა გაქვთ?

    Adreno
    PowerVR
    Tegra
    Mali